საბა ბუაძე - იმ ყველაფრის გათამაშება, რაც შსს-ს ბრიფინგზე მოვისმინეთ, არის წმინდა წყლის ნაძირლობა - არავის არ სჯერა იმ ვერსიების, რომელიც შემოგვთავაზა შსს-მ

იმ ყველაფრის თქმა და გათამაშება, რაც ჩვენ შსს-ს ბრიფინგზე მოვისმინეთ არის წმინდა წყლის ნაძირლობა - არავის არ სჯერა იმ ვერსიების, რომელიც შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შსს-ში გამართულ ბრიფინგს, „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ბუაძის თქმით, განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

„პასუხისმგებლობა ცხადია, რომ ხელისუფლების არის და ყველა იმ თანამზრახველის, რომელმაც აი ამ ბოლო კვირის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ძალადობრივი ჯგუფის, სასულიერო პირების, საპატრიარქოში კონკრეტული ჯგუფების და ყველა იმ ადამიანის, რომელიც ხელს უწყობს ამ ქვეყანაში საზოგადოების დაპირისპირებას, ძალადობას და ამ ფორმით რუსული სცენარის განხორციელებას.

იმ ყველაფრის თქმა და გათამაშება, რაც ჩვენ შსს-ს ბრიფინგზე მოვისმინეთ არის წმინდა წყლის ნაძირლობა. ამას არაფერი საერთო არ აქვს გამოძიებასთან, არაფერი ამ ორგანოს არ აქვს საერთო ინსტიტუციონალურ დემოკრატიასთან და საზოგადოების ნდობა მათ მიმართ არის ყველაზე დიდი დადასტურება. არავის არ სჯერა იმ ვერსიების, რომელიც შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ირაკლი ღარიბაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ეზოს ფინია და ალბათ, როგორც მოიყვანეს ისე უნდა წაიყვანონ. მას არანაირი საკუთარი ნება არ გააჩნია, როგორც უბრძანებენ ისე იქნება“, - განაცხადა ბუაძემ.

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა