გიორგი მარგველაშვილი - დღევანდელი ტრაგედია არის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა - არ უნდა დავიშალოთ, სანამ ის ჯერ პოლიტიკურს, შემდეგ კი სამართლებრივ ფასს არ გადაიხდის

დღევანდელი ტრაგედია არის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ და მტკიცედ ვიდგეთ, სანამ ის არ გადაიხდის ჯერ პოლიტიკურ ფასს, შემდეგ კი როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, სამართლებრივ ფასს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობასთან მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მორალური მოთხოვნების დაწესება იმ ადამიანისთვის, რომელმაც ოჯახიდან ცხედარი გაიტაცა, არაადეკვატური იქნება.

„ბუნებრივია, დღევანდელი ტრაგედია არის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ უნდა დავიშალოთ და მტკიცედ ვიდგეთ, სანამ ის არ გადაიხდის ჯერ პოლიტიკურ ფასს, შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, სამართლებრივ ფასს. არ მგონია, რომ ადეკვატური იქნება რაიმე მორალური მოთხოვნების დაწესება იმ ოპერაციის ჩამტარებლისთვის, ვინც დღეს ცხედარი გაიტაცა სახლიდან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შსს-ს მიერ წარმოებული გამოძიების არ სჯერა.

„არ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებაზე კომენტირებას, არ მჯერა მე შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩაატარებს გამოძიებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს