ნიკა გვარამია - ყვითელი ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება ხდება

ჩვენ ვხედავთ, რომ ყვითელი ავტობუსებით ხდება სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკიპირებული სპეცრაზმელები გამოჰყავთ მშვიდობიან მომიტინგეებთან.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ყვითელი ავტობუსებით ხდება სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ მართალი ხალხი ვართ! ეს არის თქვენი საბოლოო ჩასვრა! ეკიპირებული სპეცრაზმელები გამოგყავთ მშვიდობიან მომიტინგეებთან, მოძალადეებთან გამოიყვანეთ 10 პატრულის მანქანა", - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, შსს-ს საქმეს თხზავს.

" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი სრული და ზუსტი ინფორმაციით, რაც დღევანდელმა ბრიფინგმაც დაადასტურა, გეგმავს სულში ჩააფურთხოს ლექსოს ხსოვნას. არ კმარა მოკვლა! არ კმარა ცხედრის უნამუსოდ და შეურაცხმყოფელად გამოყვანა, ახლა უთხზავს საქმეს, როგორ გაიპარა კაიფში. თქვენ ნაბიჭვრებო, გაიპარებით კაიფში კი არა, ქვეყნიდან",- აღნიშნავს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს