დამოუკიდებელი ექსპერტი - რა გახდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, ამაზე ამ ეტაპზე კატეგორიულად ვერ ვისაუბრებთ

რა გახდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, ამაზე ამ ეტაპზე კატეგორიულად ვერ ვისაუბრებთ. ერთ თვეში, თვე-ნახევრში, დროის სტანდარტების მხედველობაში მიღებით, უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი კველევა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ექსპერტის თქმით, ის ვერ ისაუბრებს ვერც პირველად ვერსიაზე, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

„საბოლოოდ რა გახდა უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე კატეგორიულად ვერ ვისაუბრებთ, რამე თუ ერთ თვეში, თვე-ნახევრში არსებული დროის სტანდარტების მხედველობაში მიღებით, უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი კვლევა, რასაც საკმაო დრო სჭირდება“, - აღნიშნავს გეჯაძე.

მისივე თქმით, ოპერაციის მერე ლექსო ლაშქარავას მკურნალობა უტარდებოდა, მათ შორის ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი.

„აღებულ იქნა სისხლი და შარდი, შინაგანი ორგანოების ნაჭრები ქიმიურ გამოკვლევაზე და ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე ძირითადი შინაგანი ორგანოების ნაჭრები. რაც შეეხება გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ სამედიცინო ბარათი, ანუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ავადმყოფობის ისტორია, კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნითურთ. ამ ისტორიის მონაცემებით, გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული და ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში, ძვლოვანი სტრუქტურის შემადგენელი ქვედა კიდის ღრმა ფრაგმენტული მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევით ჰაიმორის ღრუში და მიმდებარე ანატომიურ სუბსტანციებში. შესაბამისად, ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5-დან. 8 რიცხვში პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალობების მეთვალყურეობის ქვეშ. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა