დამოუკიდებელი ექსპერტი - ტვინში ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შესაძლოა სიკვდილი გამოეწვია, ამ ეტაპზე ვერ ვნახეთ - არ არის გამორიცხული,  ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას

რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა ნანახი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გეჯაძე აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას.

„რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე, გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა ნანახი.

იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. ამას კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი იმ ლოკაციაში, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა.

მეორე მხარეს, აღებულ იქნა კანზე არსებული ორი უბანი, რომელიც მიუთითებდა წინასწარ, არაკატეგორიულ ფორმატში გარკვეული ინექციის კვალზე“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო