აქციის მონაწილეები მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად დროს ხვალ, 12:00 საათამდე აძლევენ

აქციის მონაწილეები მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად დროს ხვალ, 12:00 საათამდე აძლევენ. შესაბამისი განცხადება პარლამენტთან აქციაზე გაკეთდა.

„მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარიამიას თქმით, თუ ხვალ 12:00 საათამდე ხელისუფლების სრული შემადგენლობა პრემიერ - მინისტრის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელი არ გადადგება, პარლამენტის წინ ხვალ 18:00 საათზე აქცია კვლავ გაიმართება. „ჩვენ მივეცით ვადა ხელისფულებას ხვალ 12:00 საათამდე, ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია და ეს არის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერი ღარიბაშვილის მეთაურობით და სუსი ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული ხვალ, ვიკრიბებით ისევ აქ 18:00 საათზე“, - განაცხადა გვარამიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს