პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 12 ივლისს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილონ, 12 ივლისისთვის ჩაინიშნა.

კომიტეტის სხდომა აღნიშნული დღის წესრიგით 9 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ დეპუტატების არმისვლის და შესაბამისად, კვორუმის პრობლემის შექმნის გამო, გადაიდო.

კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი, სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, ეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.

სწორედ 52 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარის თქმით გააპროტესტეს. შესაბამისად, მათ იმ რაოდენობის არასაპატიო გაცდენა დაუგროვდათ, რომ დღის წესრიგში კვლავ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.

"საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყველა შემთხვევაში დასკვნას მოამზადებს და პლენარულ სხდომას გადასცემს. პარლამენტი თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს