მიხეილ ყაველაშვილი - პრემიერ-მინისტრი არ უნდა გადადგეს - ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო ძალადობის წამქეზებელი, სრული სიცრუეა

არ უნდა გადადგეს პრემიერ - მინისტრი - ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი ძალადობის, არის სრული სიცრუე, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 5 ივლისს მომხდარ მოვლენებს და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.

მისი თქმით, პროცესზე, რომელიც ამ მოვლენებზე რეაგირებას უკავშირდება, პასუხისმგებლობა აღებული აქვს შსს- ს და საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას, რამდენად იქნება ის ადეკვატური.

„ეს იყო მიუღებელი, შეუძლებელია ჯანსაღად, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებმა ის ფაქტები, რაც იმ დღეს მოხდა, გაამართლოს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი ვინც ამას გაამართლებს. ახლა მეორე - ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი, არის სრული სიცრუე. დამანახეთ, მომასმენინეთ, რას ნიშნავს წამქეზებელი, ვერ დავინახე მე ეს, რასაც თქვენ ახლა აბრალებთ. თქვენ გქონდათ აქცენტი უნდა მოვიდეს თუ არა შს მინისტრი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, უნდა დააკავონ თუ არა დამნაშავე პირები, ეს პროცესი ხომ დაიძრა, მიმდინარეობს და ერთ საათში და ორ საათში ასეთი თემები არ წყდება. ამ პროცესს მივყვებოდით ყველა ჩვენგანი, მესმის, რომ ძალიან ემოციური ფონია, მითუმეტეს ჟურნალისტებისთვის, რადგან თქვენზე განხორციელდა სწორედ შეტევა, ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენი ფაქტი მოხდა, თუმცა, მივყვეთ მოვლენებს და სათითაოდ გამოვყოთ პასუხისმგებელი პირები, დავაცადოთ გამოძიებას, რამდენად ადეკვატური იქნება. მე ვერ დავიწყებ სიარულს და ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, პასუხი უნდა გასცეს ამ საკითხებზე შსს-მ, ყველას აქვს თავის პასუხისმგებლობა. მიმდინარეობს პროცესი, რაზეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული შსს- ს და გამოაშაკარავება და დაკავება მიდის მათი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, არაფერია დაგვიანებული“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა