ანრი ოხანაშვილი - დარწმუნებული ვარ, გომელაური და შსს მაქსიმალურად დროულად უზრუნველყოფენ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება

მსურს მივუსამძიმრო ლექსო ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობელებს, მედიის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული მოქალაქე, ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასია და ეს არის მძიმე ფაქტი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

„ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აუცილებელია, რომ შსს-მ მაქსიმალურად, ოპერატიულად განახორციელოს ყველა ის ღონისძიება, რაც მის ხელთაა. თქვენ და ჩვენი საზოგადოება კარგად აკვირდება, რომ მაქსიმალური სისწრაფით მიმდინაროებს ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც აუცილებელია, რომ დადგინდეს გარდაცვალების რეალური ფაქტი.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ დააკვირდებოდით, „ქართული ოცნების“ გუნდის ყველა წევრი, მაქსიმალურად იკავებდა თავს და ჩვენ არ გამოვჩენილვართ მედიასთან, რომ არ ყოფილიყო რაიმე პოლიტიკური მომენტების წინ წამოწევა. სწორედ ლექსოს ოჯახის, ამ ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ მიზანმიმართულად თავი შევიკავეთ რაიმე ტიპის კომენტარებისგან, რადგან ყველას ამოცანა უნდა იყოს, დადგინდეს სიმართლე. თუ ვინმეს არ სურს სიმართლის დადგენა, ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც შეიძლება ვინმემ პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენოს. თუ სიმართლის დადგენა არ გსურს, ე.ი. სხვა მიზნები გაქვს და ეს არის უმძიმესი. არ მინდა ეს დავუშვა, თუმცა, თქვენ ადევნებდით თვალს, თუ რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე და როგორ ხდება მედიით მანიპულირება და სპეკულირება, როგორ დააკავშირონ ეს ყველაფერი პოლიტიკისთან.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. უნდა დადგინდეს სიმართლე და დარწმუნებული ვარ შსს მაქსიმალურად გამჭირვალედ წარმართავს ამ პროცესს და ესეც მიმდინარეობს. მაქსიმალურად ღიაა შსს, თანამშრომლობს ოჯახთან, იყო კონკრეტული შეთავაზებები ექსპერტის ჩართვასთან დაკავშირებით, ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი, ამიტომ ყველაფერი უნდა გაირკვეს და სიმართლე დადგინდეს. დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური და შსს მაქსიმალურად დროულად, შესაბამის ვადებში უზრუნველყოფენ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა