გურამ მაჭარაშვილი - ადამიანის გარდაცვალება პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენოს

ოპოზიციას ხელისუფლებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილი აქამდეც ჰქონდა და შემდეგაც ექნება - ადამიანის გარდაცვალება პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა 5-6 ივლისის მოვლენებსა და ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას, მაჭარაშვილის თქმით, ამ მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. უნდა დაველოდოთ, ექსპერტიზასა და გამოძიებას, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის. რაც გადადგომის მოთხოვნას ეხება, თქვენ იცით, რომ ოპოზიციას ხელისუფლებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილი აქამდეც ჰქონდა, ამის შემდეგაც ექნება. ბუნებრივია, საზოგადოება ხედავს, რომ რაიმე სახის საფუძვლები უნდა არსებობდეს, რაც არ არსებობს. ერთია, ადამიანის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ეს არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო