ირაკლი ღარიბაშვილი - გარანტიას ვიძლევი, რომ ყველას ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო პროვოკაციაში, სამაგალითოდ დაისჯება

გარანტიას ვიძლევი, რომ ყველას ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი. რა თქმა უნდა, არ მინდა სპეკულაციებზე საუბარი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები და მაინცდამაინც, ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა, - ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, გამოძიების ვერსიის თანახმად, მომხდარის უკან, ასევე შესაძლოა იდგეს სხვა, რადიკალური ჯგუფი.

„არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავის დაავიწყდება, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როდესაც ხდებოდა ტერoრისტული აქტების დადგმაც კი, საკუთარი მოქალაქეეების წინააღმდეგ, საკუთარი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა