ირაკლი ღარიბაშვილი - მე კონკრეტული სახელი და გვარი ვთქვი, ვინც რევანშისტული და რადიკალური შეთქმულების უკან დგას - ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი

მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული და რადიკალური შეთქმულების უკან დგას - ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება იგეგმებოდა, რა დროსაც საპოლიციო ძალების გამოყენება უნდა მომხდარიყო.

„კითხვები დაისვა, რა შეხება ჰქონდა ლგბტ თემს და მათ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად და სრულად იმართება საააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვით.

რაც მოხდა, ბუნებრივია, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. მე რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს - ევროპის შუაგულში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და არამხოლოდ - ყველგან. ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი, ძალადობრივი აგრესიული მანიფესტაცია-დემონსტრაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს აშშ-ში მომხდარი აგრესიული ძალადობრივი დემონსტრაციები. მთელ ქალაქებში, სადაც მოხდა გადაწვა ავტომობილების, კერძო ქონების დაზიანება და ადამიანების დახოცვა პირდაპირ.

ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენ მათ, ლგბტ საზოგადოებას ვუთხარით, რომ მათ შორის ჩვენ პარტიონი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ აღლუმის რუსთაველზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოში, სადაც ხდება ძალადობა და კრიმინალი, არ შეიძლება ამის განზოგადება. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ გარანტიას ვიძლევი, ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა