ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ეკონომიკური განვითარების პროცესს წინ ვერ აღუდგებიან

დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ეკონომიკური განვითარების პროცესს წინ ვერ აღუდგებიან. ამის გარანტიას ვიძლევით! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, განვითარების გზა გაგრძელდება.

„ჩვენ ახლა მთავარი დღის წესრიგი გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს - 45%. მაისის თვეში 25%, პირველ 5 თვეში გვქონდა 11%-იანი ზრდა. ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან განახლებით პროგრამებს მუნიციპელიტეტებში უახლოეს ერთ-ორ კვირაში. ამ ყველაფრის შეფერხება სურთ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს, სამწუხაროდ. მაგრამ ისინი ამას წინ ვერ აღუდგებიან, ამის გარანტიას ჩვენ ვიძლევით. ეს პროცესი, განვითარების გზა გაგრძელდება და რა თქმა უნდა, არჩევნები გვექნება ოქტომბრის თვეში. ყველა, მთელი სახელმწიფო უნდა ვიყოთ მობილიზებული და ვართ კიდეც მობილიზებული, რომ მაქსიმალურად ღიად, მშვიდად ჩატარდეს არჩევნები და ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა