ზაალ უდუმაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა არის არაადეკვატურობის პიკი საქართველოს ხელისუფლების

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა არის არაადეკვატურობის პიკი საქართველოს ხელისუფლების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" ცდება თუ ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კანონპროექტების განხილვაში ჩაერთვება. უდუმაშვილის თქმით, ისინი სხდომაზე ერთადერთი მოთხოვნით შევლენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. რაც შეეხება პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ან ვახტანგ გომელაურის დაბარებას, უდუმაშვილი ამბობს, რომ მათთან კითხვები აღარ აქვს.

„მე პირადად, არანაირი კითხვა არ გამაჩნია არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც ვახტანგ გომელაურთან. რა კითხვა უნდა დავუსვა, ან ერთს ან მეორეს, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, 5 ივლისს ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ყველამ კარგად დაინახა, საით მიჰყავს „ქართულ“ ოცნებას ქვეყანა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას, ეს არის არაადეკვატურობის პიკი საქართველოს ხელისუფლების. კარგად გააცნობიერონ, რა ხდება თბილისში, ზოგადად ქვეყანაში და რას მოჰყვა ეს ყველაფერი. როდის გინახავთ მედია ქუჩაში დამდგარიყოს და აქციები გაემართოს? სადამდე მიიყვანეს ქვეყანა, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები კამერებს ალაგებენ და აქციებს მართავენ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, მეტი გამოსავალი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. აქამდე მიიყვანა ივანიშვილმა საქართველო. დღეს რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიყოთ, რიგი უნდა იდგეს მთავრობის წევრების, განცხადებებს განცხადებებზე წერდნენ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა