პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანადებობაზე წარდგენილები არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილები არიან: გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, თამარა სართანია და მაია ზარიძე.

საკითხს დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სანტურიანი შეარჩია.

გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე 5 კანდიდატი - ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა