ვახო სანაია - არ გვაინტერესებს რა თქვა პრემიერმა, დღეს ის არ ადგენს პირობებს - გვაქვს უპირობო მოთხოვნა, ჩვენ უნდა ჩავიბაროთ მისი გადადგომა

ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაკეთებული განცხადებებით ძალადობისკენ კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება.

ჟურნალისტის თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელია, რომ დატოვოს პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენ,კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ დღეს ვიკრიბებით 18:00 საათზე. დღეს, ასევე იქნება ძალიან აქტიური დღე.

არ გვაინტერესებს რა თქვა პრემიერ-მინისტრმა, დღეს ის არ ადგენს პირობებს. ჩვენ გვაქვს უპირობო მოთხოვნა, ჩვენ უნდა ჩავიბაროთ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს ამისთვის. ჩვენ აქედან არ წავალთ", - განაცხადა ვახო სანაიამ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა