იაგო ხვიჩია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ჩვენ გვჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა იმის გასარკვევად, ვინ ვინ არის და ვინ ვისი დაკვეთით მოქმედებს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებენ „ყველაფრის მოწყობას“, ამიტომ უნდა გაირკვეს, ვინ არის პასუხისმგებელი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე.

„აქცია დაარბიეს ჯგუფებმა, რომლებიც აქამდე შემჩნეულნი იყვნენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ ან რაღაცნაირი თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. დღეს გამოდის პრემიერი და ამბობს, რომ ესენი არიან „ნაცების“ მართული ხალხი, არაფერ შუაში ვართ ჩვენ, „ნაცებმა“ გალახეს ჟურნალისტები და მოაწყვეს ეს ამბავი რევოლუციით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი რომ გაირკვეს, ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ფორმატი, სადაც საუბრის, კითხვის დასმის შესაძლებლობა გვექნება და დასკვნებს გამოვიტანთ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო