ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა დაიწყოს და „ლელო“ მხოლოდ ამ საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას

“ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა დაიწყოს და „ლელო“ მხოლოდ ამ საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მთავრობის გადადგომა არსებული ვითარებიდან გამოსვის ერთადერთი გამოსავალია და “ქართულმა ოცნებამ” ეს უნდა გაითავისოს.

„დღეს “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტში გამოცხადდა ერთადერთი საკითხის განსახილველად. ესაა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება. ჩვენ არცერთი სხვა საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. დღევანდელი მთავრობა, მისი მეთაური სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში პროცესების გამწვავება და ვითარების ესკალაცია. ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტი შეიკრიბოს, დავიწყოთ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, ავირჩიოთ გარდამავალი მთავრობა, რათა ვითარება განიმუხტოს. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ნიშნავს მხარდაჭერას დაძაბულობის და ქვეყანაში უმართავი პროცესების განვითარების. ოპოზიციური ფრაქციები ამ პროცესის დაწყებას მხარს დაუჭერენ. “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაითავისოს, რომ დღეს ერთადერი გამოსავალი ამ ურთულესი ვითარებიდან მთავარობის გადადგომაა, რადგან მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 5-6 ივლისის”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა