კახა კუჭავა - მნიშვნელოვანია, როგორც უმრავლესობამ, ასევე, ოპოზიციამ ყველა ის ბერკეტი გამოიყენოს პარლამენტში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივადევნოთ თვალყური, რომ დადგინდეს სიმართლე

პარლამენტსაც მოუწევს ჩაერთოს აქტიურად იმაში, რომ რეალურად დადგინდეს ყველა მიზეზი. არ არის საუბარი მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, საუბარია ექსპერტიზაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რეალური შედეგები ყველასთვის ცნობილი გახდება.

„პირველ რიგში, მინდა, დავიწყო ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც გუშინ გავიგეთ. შეიძლება ემოციების გარეშე არ ისაუბრო, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, მე ძალიან კარგად მესმის ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის, ჩვენ დეპუტატები ვართ, ვხედავთ, თუ რამხელა სიყვარული და მეგობრობაა მათ შორის და რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია ფაქტობრივად, ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, თავიანთი მეგობრის დაღუპვით. მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, მეგობრების მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ, ეს არის ის სამწუხარო ამბავი, რომელმაც აღაშფოთა ყველა. ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის, პარლამენტსაც მოუწევს, ჩაერთოს აქტიურად იმაში, რომ რეალურად, დადგინდეს ყველა მიზეზი. არ არის საუბარი მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, საუბარია ექსპერტიზაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს, აუცილებელია, ჩაერთოს ყველა საერთაშორისო ექსპერტიც, თუ ამის საჭიროება იქნება და როგორც ვხედავთ, ამის საჭიროება იქნება იმისთვის, რომ ნდობა იყოს რეალური, შედეგები გახდეს ცნობილი ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უმრავლესობამ, ასევე, ოპოზიციამ ყველა ის ბერკეტი გამოიყენოს პარლამენტში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივადევნოთ თვალყური, რომ დადგინდეს სიმართლე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტი ერთია, რომ არ უნდა გაჩნდეს არანაირი კითხვის ნიშანი, არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, რომლებიც დღეს არსებობს და ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს“, - განაცხადა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარი განცხადებით, ყველაფერი კამერაზეა ასახული და მართლმსაჯულებას ვერავინ გაექცევა.

„ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და ვახსენეთ კიდეც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს გამეორება იმ შავი ლაქისა, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, რაც ჩვენ ვიხილეთ - ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა, ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული, ვერავინ ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას, აუცილებელია, რომ ყველა ის ადამიანი, სრულად მოხდეს მათი იდენტიფიცირება და მათი მკაცრად დასჯა, რომ მსგავსი რამ მეორედ აღარც მოუვიდეს თავში აზრად არავის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს, ერი, ბერი - ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვისმენდით წახალისებებსაც კი, ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმალური უნდა გაკეთდეს და ამის სრული ბერკეტები გაგვაჩნია ჩვენ აქ, ყველას, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა კუჭავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა