მამუკა მდინარაძე - 5 ივლისს ვინც იძალადა და ორგანიზებული შეტევა მოაწყო ჟურნალისტებზე, არის უბნელესი ხალხის მოქმედება

5 ივლისს ვინც იძალადა და ორგანიზებული შეტევა მოაწყო ჟურნალისტებზე, არის უბნელესი ხალხის მოქმედება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არც ეროვნულობაზე, არც პატრიოტიზმზე, არც ეკლესიაზე და არაფერზე, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

მდინარაძის შეფასებით, ამ ქვეყანაში არიან როგორც ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებები, ასევე ბნელი ძალები, რომლებიც „ამ ხალხის წისქვილზე ასხამენ წყალს თავიანთი მოძალადეობრივი და ყოვლად გაუგონარი მოქმედებებით“.

,,ეს, რა თქმა უნდა, დასაგმობია და ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი თავში აზრად არ მოუვიდეს არავის. მაგრამ, ეს არის ბნელი მედლის ერთი მხარე, მეორე არის მხარე, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ეკლესიას. არის ღირებულებები, რომელიც არ გადაიხედება, როდესაც ამ ღირებულებებს ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფები ებრძვიან ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს დავუპირისპირდეთ. საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული ერთი ღირებულის გარშემო, რომ სამშობლო, ეკლესია და პატრიოტიზმი არის შეუბღალავი, არ შეიძლება ამას დაეჯახო. ერთი ბნელი მედლის ორი მხარეა, ამ ქვეყანაში არიან როგორც ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებები, ასევე ბნელი ძალები, რომლებიც ამ ხალხის წისქვილზე ასხამენ წყალს თავიანთი მოძალადეობრივი და ყოვლად გაუგონარი მოქმედებებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა