მამუკა მდინარაძე - კონკრეტული ადამიანები გამოდიან და ტრაგედიით მანიპულირებენ, ეს ძალიან ცუდი საქციელია

შეკითხვები მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ტრაგედიით ვაჭრობა დაიწყეს - კონკრეტული ადამიანები გამოდიან და ტრაგედიით მანიპულირებენ, ეს ძალიან ცუდი საქციელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა, უბნელესი ხალხია.

„მე შეკითხვები მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ტრაგედიით ვაჭრობა დაიწყეს. როდესაც მათ სრულად აქვთ ინფორმაცია, უფრო მეტი მაგალითად, ვიდრე ჩვენ. ამ დროს კონკრეტული ადამიანები გამოდიან და ტრაგედიით მანიპულირებენ. ეს ძალიან ცუდი საქციელია.

გუშინ მე ვნახე 2 აქცია. ერთი აქცია კანცელარიასთან იყო. ერთი აქციის ლაიტმოტივი იყო - არა ძალადობას, მეც გიერთდებით ამ სლოგანში. 5 ივლისს, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა, ეს უბნელესი ხალხის მოქმედებაა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, არც პატრიოტიზმზე, არც საპატრიარქოზე, არც ეკლესიაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა