პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული მედიის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს დაგეგმილი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული პირები - მედიის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს დაგეგმილი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

„არ მივცემთ უფლებას დღეს სხდომა ჩატარდეს ისე, თითქოს ქვეყანაში არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირებაა, ასევე, ადგილიო ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. ტრიბუნაზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან განთავსებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა