საია-ს თავმჯდომარე - მნიშვნელობა არ აქვს ლექსო ლაშქარავა რა მიზეზით გარდაიცვალა, ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს პასუხისმგებლობა ასაღები იმაზე, რაც 5 ივლისს თბილისში მოხდა

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე საუბრის გადატანით ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის გარდაიცვალა არა 5 ივლისის, არამედ სხვა მიზეზის გამო და შესაბამისად, მათ ამაში პასუხისმგებლობა არ მიუძღვით, თუმცა ეს არ ათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, - ასე აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

ამასთან, საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, ექსპერტიზაზე გარდაცვლილის ცხედარი „გაიტაცეს“ და რა პროცედურები უტარდებოდა ლაშქარავას ცხედარს რამდენიმე საათის განმავლობაში, უცნობია.

„მნიშვნელობა არ აქვს ლექსო ლაშქარავა რა მიზეზით გარდაიცვალა, ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს პასუხისმგებლობა ასაღები იმაზე, რაც 5 ივლისს თბილისში მოხდა. ის, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა კონსტიტუციური უფლებები და იყო ქაოსი მთელს ქალაქში, ეს მას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს და ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე საუბრის გადატანით, ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა არა 5 ივლისის, არამედ სხვა მიზეზის გამო და შესაბამისად, მათ ამაში პასუხისმგებლობა არ მიუძღვით, თუმცა ეს არ ათავისუფლებთ იმ პასუხისმგებლობისგან, რაც 50-ზე მეტ პირზე ძალადობაში გამოიხატა და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა, რომ ჩვენი უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.

როგორც იცით, გარდაცვლილის დედა არ დაეთანხმა ექსპერტიზაზე ცხედრის გადასვენებას, ლექსოს ცხედარი უბრალოდ გაიტაცეს და რა ხდებოდა ლექსოს ცხედართან მიმართებით რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენთვის არის უცნობი. ეს არ არის სწორი და დაუშვებელი იყო ასეთი რაღაცის გაკეთება ადვოკატთან კონსულტაციის გარეშე, ჩვენ გვქონდა უფლება სრულად დავსწრებოდით იმ პროცედურას, რაც ლექსოს სხეულთან დაკავშირებით შეიძლება მომხდარიყო. ფაქტობრივად, რამდენიმე საათი რა ხდებოდა მის სხეულთან დაკავშირებით ჩვენთვის არის უცნობი“, - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ატარებს აქციას, ან რა მიზეზით ატარებს და როდესაც პრემიერი აქეზებს მოძალადეებს მან თავის თავზე პოლიტიკური პასუხისმგელობა უნდა აიღოს.

,,შსს ასე სწრაფად რომ მოქმედებდეს სხვა გამოძიებებში, როგორც ამ შემთხვევაში იმოქმედა დღეს დაკავებული იქნებოდნენ არა მხოლოდ მოძალადეები, არამედ ძალადობის ორგანიზატორებიც. შსს ცდილობს გადაიტანოს აქცენტი გარდაცვალების სხვა მიზეზზე და შეეცადოს თავის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო ლექსოს გარდაცვალებისთვის, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებთ. ლექსოს ოპერაციის შემდეგ უკეთდებოდა მორფინი იმის გამო, რომ მძიმე ტკივილები მარტივად გადაეტანა. ამ ვერსიის განვითარება არის მცდელობა, რომ გადაიტანონ აქცენტები სხვა მიმართულებით. პრემიერს პირველ რიგში ევალება, რომ დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ატარებს აქციას, ან რა მიზეზით ატარებს, როდესაც პრემიერი აქეზებს მოძალადეებს მან თავის თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს