არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვაშინგტონში გაემგზავრნენ

12-16 ივლისს „ღია საზოგადოების ფონდის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნების“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ და „საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდის“ წარმომადგენლები შეხვედრებს ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ატლანტიკური საბჭოს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის, ფრიდომ ჰაუსის, ჰელსინკის კომიტეტის, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის და სხვა ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავენ.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ინფორმაციით, შეხვედრები 12 ივლისს დაიწყება და შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, დემოკრატიის ხარისხსა და განვითარების პერსპექტივას, სადაც უმთავრესი როლი აქვს მედიის თავისუფლების ხარისხს და სასამართლოს დამოუკიდებლობას.

„შეხვედრების შინაარსი დაეყრდნობა ორგანიზაციების მიერ რამდენიმე კვირით ადრე მომზადებულ საკითხებს: კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები და ანტიკორუფციული პოლიტიკა, რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიები- მფლობელებისა და საქმიანობის გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი, მედიაგარემო და სახელმწიფო უსაფრთხოება.

შეხვედრების მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის ხედვა აშშ-სთვის წარმოადგენს სანდო ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროს, რაც მათ საქართველოსთან მიმართებით დღის წესრიგის განსაზღვრაში და პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთაში კიდევ უფრო დაეხმარება.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრებს კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის დეკანი და „ფორმულას“ ტოქშოუს წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი დაესწრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს