ირაკლი ზარქუა - ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, დაკავებული აქვთ ტრიბუნა, ობსტრუქციას აწყობენ და ხმაურია, არაფერში წერია - იმედია დაიღლებიან, ჩამოვლენ ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა

ყველაზე ამაზრზენი და ამორალურია გარდაცვლილი ადამიანით რომ ვაჭრობს ოპოზიცია. ჩვენ გუშინ მთელი დღე ვიყავით ჩუმად, ხმა არ ამოგვიღია, რადგან არის ემოციები. ის, რაც მოხდა, ყველაზე დიდი დარტყმა, ვისაც მიაყენეს, ეს არის ხელისუფლება, ჩვენი პარტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზარქუას თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც სიმართლეს დაადგენს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ყველა დამნაშავეა, - ერიც და ბერიც.

„დამნაშავე ვართ ყველა, ერიც და ბერიც, - მე ვთქვი ეს. აქ გამართლება არავის არ აქვს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, ერთი მხრივ, იმ 6-დღიანი მარათონის ჩამტარებლებს და მეორე - იმათ, ვისაც ჟურნალისტებზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული.

ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეძლო, რომ დაეცვა, თუმცა, 5 ივლისის თემა, ეს მოხდა დილის 11 საათზე, სადაც „პრაიდი“ არც იყო დაწყებული, სწორედ მაშინ მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, დაკავებულია ადამიანები. იკვეთება ძალადობა, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, მთელი რიგი მუხლებია.

ის, რაც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, დაკავებული აქვთ ტრიბუნა, ობსტრუქციას აწყობენ და ხმაურია, არაფერში წერია. იმედია დაიღლებიან, ჩამოვლენ ამ ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა. ეს არის სახელმწიფო და ყველამ პატივი ვცეთ კანონებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა