პარლამენტში სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან

პარლამენტში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. პირები რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ, მედიასთან არ აკეთებენ კომენტარს თუ რომელი უწყების წარმომადგენლები არიან ან რა მიზნით იმყოფებიან საკანონმდებლო ორგანოში.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი ბოტკოველი ჟურნალისტებთან აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ, გადაწყვეტილი აქვს, ძალის გამოყენებით დაატოვებინოს მათ შენობა.

"ქართულ ოცნებას" თავის თავზე აქვს ყველაფერი მორგებული, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, რომ ამ ძალად შექმნილმა უმრავლესობამ თავისი გაიტანოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება. სადაც იმაზე წავიდნენ, რომ პარლამენტის წევრებს და საშვდაშვებულ ჟურნალისტებს არ უშვებდნენ პარლამენტში, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ალბათ ძალით უნდათ ჩვენი გაყვანა, მაგრამ დღეს აქედან გაგვიყვანენ ძალით და ქართველი ხალხი ამათ ძალიან მალე გაიყვანს კონსტიტუციური ყველა უფლების დაცვით და თუ ძალის გამოყენება დასჭირდება ხალხს, ალბათ იმასაც გამოიყენებს ", - განაცხადა ბოტკოველმა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს