მანდატურის სამსახურმა სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილას მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

მანდატურის სამსახურმა სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილას მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„დარბაზი ჯერ დაგატოვებინეს თქვენ, მედიას, ბოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი გაიყვანეს, შემდგეგ ძალადობრივად გამოგვათრიეს დარბაზიდან, იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ეს დარღვევაა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა