თაკო ჩარკვიანი - ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ბრძოლა, თუ არ გვინდა აიათოლა ხომეინის ქვეყანაში გავიღვიძოთ

ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ბრძოლა, თუ არ გვინდა აიათოლა ხომეინის ქვეყანაში გავიღვიძოთ! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში სასესიო დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ოპოზიციონერ, ქალ დეპუტატებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

„ძალით გამოგვიყვანეს! განსაკურებით გამოირჩეოდა ვინმე ირმა ზავრადაშვილი, რომელიც მუდმივად ილანძღება, მოსადისტო ქალბატონია. ჩვენ ვუთხარით, კი ბატონო, გავრილოვი ვერ გაიყვანეთ ძალით და ქალი დეპუტატები გამოგვიყვანეს ძალით. ვაპირებთ ბრძოლას! სახელმწიფო მიტაცებულია. ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ბრძოლა, თუ არ გვინდა აიათოლა ხომეინის ქვეყანაში გავიღვიძოთ! მე პირადად ამათთან რაიმე ურთიერთობა ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მანდატურის სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა