მეუფე იაკობი - ჟურნალისტებს ბრალს არ გდებთ, მაგრამ ისინი, ვინც ტელევიზიაში ამინდს ქმნიან, ვინც ამას უკვეთავენ, აბსოლუტურად ყველას სინდისზეა მომხდარი

ერთი რამე მინდა ვთქვა - უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს ძალადობა და აგრესია, ეს ძირითადად მოდის ტელევიზიებიდან, ასევე პოლიტიკოსებიდან. თქვენ, ჟურნალისტებს, ბრალს არ გდებთ, მაგრამ ისინი, ვინც ტელევიზიაში ამინდს ქმნიან, ვინც ამას უკვეთავენ, აბსოლუტურად ყველას სინდისზეა მომხდარი, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, გუშინ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცოტა ხანში ალბათ გავიგებთ რატომ გარდაიცვალა, მაგრამ გული დაგვწყვიტა. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა კაცი მიდის და ასე გვამახსოვრდება.

ვინც მართლა განიცდის მის სიკვდილს, ღმერთმა დალოცოს. არ შეიძლება ადამიანის სიკვდილი არ გვებრალებოდეს. მთელ საქართველოს ვუსამძიმრებ და პირველ რიგში ოჯახს ვუსამძიმრებ ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას. სიმართლე, ალბათ, დადგინდება. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გარდაცვლილი, რთულია ადამიანის გასვლა ამ ქვეყნიდან. მართლაც გული დაგვწყვიტა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის