ზაალ უდუმაშვილი - ეს პროტესტი არ შენელდება, ტყუილად ნურავის აქვს იმის იმედი, რომ ხალხი დაიღლება - არ დავიღლებით ჩვენი შვილებისთვის ბრძოლის საქმეში

ეს პროტესტი არ შენელდება, ტყუილად ნურავის აქვს იმის იმედი, რომ ეს ხალხი დაიღლება - არ დავიღლებით ჩვენი შვილებისთვის ბრძოლის საქმეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უახლოესი გეგმა 18:00 საათზე პარლამენტის წინ ჟურნალისტების მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლაა. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ყოველთვის მიმართავს პროტესტის ისეთ ფორმას, როგორიც პიკეტირებაა, როდესაც ძალადობის თვითმხილველი იქნება.

„18:00 საათზე ყველა ჩავალთ აქციაზე და შევუერთდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე ეს გუშინ იყო. ეს პროტესტი არ შენელდება, ტყუილად ნურავის აქვს იმის იმედი, რომ ეს ხალხი დაიღლება, იმიტომ, რომ არ დავიღლებით ჩვენი შვილებისთვის ბრძოლის საქმეში, არასდროს დავიღლებით. არ დავიღლებით, რომ არ უსწორდებოდნენ ფიზიკურად ჟურანალისტებს და არ კლავდნენ ჟურნალისტებს ქუჩაში, არ დავიღლებით იმ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ამ ქვეყნის მომავალი, იმიტომ, რომ ჩვენ ვდგავართ ახლა ასეთი არჩევანი წინაშე, რომ, ან ეს ქვეყანა იჩეხება უფსკრულში, ან ყველა ერთად, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, მხარში დაუდგება ამ ქვეყანას და საკუთარი მხრებით ამოსწევს ისევ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი არა ტრიბუნასთან, არამედ ხალხის გვერდითაა და სპიკერი თავს ევროკავშირის დროშის აღმართვით კი არ უნდა იწონებდეს, არამედ ამ სულისკვეთებას კონკრეტული საქმეებით უნდა ამტკიცებდეს.

„სირცხვილია, პარლამენტის თავმჯდომარე დღეს თავს იმით კი არ უნდა იწონებდეს, რომ ევროკავშირის დროშა აწია ორი დღის წინ პარლამენტის წინ, პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტული საქმეებით უნდა ამტკიცებდეს ამ ყველაფერს. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დღეს არის 18:00 საათზე იქ, სადაც იკრიბებიან ჟურნალისტები, სადაც იკრიბებიან ჩვენი მოქალაქეები, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს იქ და არ აკეთებდეს ამ განცხადებებს აქ. რაც შეეხება პროტესტს და ბოიკოტს, ოპოზიციას ყოველთვის ექნება ეს პროტესტი, როდესაც საქმე აქვს ძალადობასთან, როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით ამ სისტემას, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის სისტემა,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა