კახა კუჭავა - საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ უფრო ეფექტიანად დავიცვათ ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ჩანაწერი ჩვენი ევროატლანტიკური გზის

საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ჩანაწერი ჩვენი ევროატლანტიკური გზისა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ევროკავშირის დროშის დახევასთან დაკავრიშებით.

კახა კუჭავას თქმით, მსგავსი ნორმა დღეს არ არსებობს და ამაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს.

„დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც დროშას ხევენ, ევროკავშირის დროშას. რეაგირებაც შესაბამისი იყო. მე დღეს ბიუროზეც ვახსენე, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, მათ შორის, ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ამაზე ჯობია, ვიმსჯელოთ, შემდეგზე რომ მსგავსი რამე არ მოხდეს და ვინ როგორ დაისაჯოს და არა ის, ვის როგორ დაახიეს თავზე დროშა.

არავინ ამბობს, რომ რაც მოხდა კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება ვაგებინოთ პასუხი, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე და საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ, საჭიროა, რომ შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ჩანაწერი ჩვენი ევროატლანტიკური გზისა“, - განაცხადა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო