ხატია დეკანოიძე - პარლამენტში მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში და პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” პარლამენტში მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესსა და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებს მონაწილებას.

ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა. დეკანოიძის თქმით, მისი პარტია „ფაშისტების დაჯგუფებასთან თანამშრომლობას წყვეტს”.

„ამ რუტინულ პროცესში, რომელიც ამ ფარისევლულ, ყალბ პარლამენტშია, მონაწილეობას არ გავაგრძელებთ. ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან ერთად. ასე ვერ გაგრძელდება. მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტში მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს მთავარობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხსს.

ასევე მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრაში, რა გულისხმობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

სხვა შემთხვევაში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ ფასრისევლობაში მონაწილეობას და ფაშისტების დაჯგუფებასთან თანამშრომლობას წყვეტს”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, ის ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე დარჩა და აღნიშნავს, რომ მათ მმართველ გუნდს სხდომის დასრულებისთვის კვორუმი შეუქმნეს.

„ნუთუ ეს ყველაფერი ამად ღირდა“?- განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო