რატი ბრეგაძე - ნებისმიერი დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტის ინტერესი და ნუ განვახორციელებინებთ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს საკუთარ განზრახვებს

ნებისმიერი ძალადობა არის დაუშვებელი და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ სახელმწიფო გვეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს – მეც, თქვენც და ნებისმიერ ადამიანს, - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

რატი ბრეგაძის თქმით, ყველამ ერთად უნდა გადავაფასოთ ისტორიის გაკვეთილები, მათ შორის, უახლესი ისტორიის გაკვეთილები, და უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან მოვძებნოთ სასაუბრო ენა და ერთობლივად მშვიდობიანად შევძლოთ საუბარი.

„ნებისმიერი დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტის ინტერესი და ყველას მინდა, გთხოვოთ, ნუ განვახორციელებინებთ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს საკუთარ განზრახვებს. პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა