პატრიარქი ლექსო ლაშქარავას დედას, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედას, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ქალბატონ თინათინ კახიძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.

ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მითუმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება.

ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა. ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო