ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ძლივს გამოვიდნენ თვითდაზიანების რეჟიმიდან და თუ დაუბრუნდებიან თვითდაზიანების რეჟიმს, ეს უარესია მათთვის

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითდაზიანების რეჟიმს დაუბრუნდება, ამ ქმედებით ვერაფერს მოიგებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ანტიქრისტიანული, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისგან ჩვენს ქვეყანაში არეულობა ვერ შეიქმნება.

„ისინი ძლივს გამოვიდნენ თვითდაზიანების რეჟიმიდან და თუ დაუბრუნდებიან თვითდაზიანების რეჟიმს, ეს არის უარესი მათთვის. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ ქმედებებს, ბუნებრივია დავაკვირდებით და ჩვენს გვექნება პოლიტიკური რეაქცია ამ ქმედებებთან დაკავშირებით. ისინი ამ ქმედებებით ვერაფერს მოიგებენ. თუ გადავლენ თავიდან თვითდაზიანების რეჟიმზე, მიიღებენ თვითდაზიანებას.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, რომლებიც უპირისპირდებიან სახელმწიფოს და ეკლესიას, მათ შორის იმ ძალებს, რომლებიც დღეს პარლამენტის საბოტაჟს ცდილობდნენ; იმ არეულობისთვისაც, რომელსაც მუდმივად უწყობენ ჩვენს ქვეყანას. არეულობა მათი ხელიდან ჩვენს ქვეყანაში ვერ შეიქმნება.

გუშინ ბოლომდე გამოავლინეს საკუთარი თავი ამ მიტინგზე ანტიქრისტიანულმა, ანტისახელმწიფოებრივმა ძალებმა, როდესაც ვისმენდით ისეთ ფრაზებს როგორიც არის ის, რომ „მღვდლები უნდა გავკრიჭოთ და გავუშვათ სახლებში“.1921 წლის შემდეგ ასეთი ფრაზა ამ ქვეყანაში არავის გაუგონია, მას შემდეგ, რაც ჩაქუჩებით და უროთი ანგრევდნენ ეკლესიას, კრეჭდნენ მღვდლებს და უშვებდნენ სახლებში. ეს მოვისმინეთ გუშინ ერთ-ერთი „ჟურნალისტის“ მხრიდან. ამ 100 წლის წინანდელ, ბოლშევიკურ რეალობაში საქართველო არ დაბრუნდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ მისივე შეფასებით „რადიკალური დაჯგუფებების“ ლიდერად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა და აღნიშნა, რომ რომ მას აქვს მედია და ფული, რითაც ამ ჯგუფების ხელმძღვანელობას ახერხებს.

„რადიკალური დაჯგუფების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს. მას აქვს მედიასაშუალებები, მას აქვს ფული და ზუსტად ამ ორი რესურსის წყალობით ახერხებს მათ ლიდერობას. რადიკალურ, ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში ხელმძღვანელობს სწორედ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის რელობა. მას ამისთვის რაიმე განსაკუთრებული ნიჭი კი არ აქვს, მას აქვს მედია და ფული, რითაც ახერხებს ვითარების კონტროლს ამ დაჯგუფების შიგნით. ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი, თუმცა, სააკაშვილს არავითარი რესურსი არ აქვს, ეს ქვეყანა არიოს. რაც კი არეულობა იყო გასული წლების განმავლობაში ყველაფრის უკან იდგა ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა. ჩვენ მათ ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქვეყანა არიონ, ისინი პასუხს არჩევნებზე მიიღებენ ქართული საზოგადოებისგან არჩევნებზე და ეს იქნება „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც სპიკერატის ადგილი დაიკავეს სხდომათა დარბაზში, „სათანადო პასუხი მიიღეს მუქარაზე“.

„რა თქმა უნდა, ვერავის მივცემთ სხდომის არჩატარების საშუალებას. თუ მომავალშიც იგივეს გააკეთებენ, ბუნებრივია, იგივენაირად მოვიქცევით“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ავთო წერეთლის ბრალდებებსაც უპასუხა და თქვა, რომ მისი საქციელი ამორალურია.

„მას ვუთხარით რომ არის ამორალური, მან აქცენტი მეორე სიტყვაზე გააკეთა, თუმცა, ჭკვიანად მოიცა, რადგან პირველ სიტყვაზე არ გააკეთა აქცენტი. მისთვის მთავარი ეპითეტი არის „ამორალური“. ეს არის ამორალური კაცი, რომელიც გუშინ საკუთარი კოლეგის სიკვდილზე ცდილობდა ქულების ჩაწერას. ამაზე მეტი ამორალური ქმედება არ არსებობს, ეს არის „ჭუტა“, რომელიც არის ფსკერზე დაბლა თავისი ყველა პარამეტრით“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა