ანრი ოხანაშვილი - უნდობლობა „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია გამოუცხადა ქართველმა ხალხმა, ვერანაირ უნდობლობის პროცესს ვერ წარმართავენ

უნდობლობა „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია გამოუცხადა ქართველმა ხალხმა, ვერანაირ უნდობლობის პროცესს ვერ წარმართავენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ისინი პარლამენტში მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, მათი ინიციატივა ვერაფერს შეცვლის.

"უნდობლობა „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია გამოუცხადა ქართველმა ხალხმა. ვერანაირი უნდობლობის პროცესს ვერ წარმართავენ. ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენი გუნდის ლიდერია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, ვერც „ლელოს“ ინიციატივა, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერაფერს შეცვლის“,-აღნიშნავს ოხანაშვილი.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

„ ამ ყველაფრის უკან, ყოველთვის და დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. ამას ჩვენი დანახვა კი არ უნდა, სად დგას ეს ხალხი, რა განცხადებებს აკეთებს, რა მოწოდებებს აკეთებს, ეს ამით დასტურდება, ჩვენი შეფასება არ არის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, მათი პოზიციონირება, მათი დღევანდელი ქცევა, რაც აქ გააკეთეს და ადამიანის ბედით მანიპულირება, ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს არის ის ყველაფერი, რაც ფაქტებით დასტურდება“, - აღნიშნავს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” პარლამენტში მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესსა და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, ფრაქციამ "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დატოვა. როგორც დარბაზის დატოვების შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებთან იმსჯელებენ, როგორ გააგრძელებენ ხელისუფლების სახლში გაშვების პროცესს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა