ირაკლი კობახიძე - რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს

რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს, მას აქვს მედიასაშუალებები, მას აქვს ფული და ზუსტად ამ ორი რესურსის წყალობით ახერხებს ამ დაჯგუფებების ლიდერობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ამის განსაკუთრებული ნიჭი კი არ აქვს, მას აქვს მედია და ფული, რითაც ახერხებს ვითარების კონტროლს ამ დაჯგუფებების შიგნით, თუმცა, მას არავითარი რესურსი არ აქვს რომ არიოს ეს ქვეყანა.

„რადიკალურ ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში ხელმძღვანელობს სწორედ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის რეალობა, მას განსაკუთრებული ნიჭი კი არ აქვს ამისთვის, მას აქვს მედია და მას აქვს ფული, რითაც ახერხებს ვითარების კონტროლს ამ დაჯგუფებების შიგნით. ძალიან მარტივადაა ყველაფერი, თუმცა, მას არავითარი რესურსი არ აქვს რომ არიოს ეს ქვეყანა. თქვენ გახსოვთ, რაც კი არეულობა იყო ჩვენს ქვეყანაში გასული წლების განვმავლობაში, ყველაფრის უკან იდგა ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა. ჩვენ მათ ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ არიონ ეს ქვეყანა. ისინი მიიღებენ პასუხს არჩევნებზე, ეს რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქრისტიანული ძალები, დაჯგუფებები მიიღებენ პასუხს ქართული საზოგადოებისგან არჩევნებზე და ეს იქნება „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს