ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. როგორც ლომჯარიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი იყო ის პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელიც ადეკვატური შეფასებებით გამოირჩეოდა, როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ასევე, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ლომჯარიას თქმით, საინტერესოა, მისი შეფასება თუნდაც მთავრობის მეთაურის განცხადებებთან დაკავშირებით.

„დღეს მოვედი პრეზიდენტთან, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოს მეთაური და მე მინდა, ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც, როგორც მოგეხსენებათ, არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება დანაშაულებრივი ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, დღემდე ეს არ მომხდარა და მე მინდა, ამაზეც ვესაუბრო პრეზიდენტს და ზოგადად შექმნილ ვითარებაზე რას ფიქრობს თავად. მათ შორის, უსაფრთხოების პრიზმიდანაც, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ასევე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მინდა გავიგო, რას ფიქრობს დღეს და თუნდაც რას ფიქრობს იმ განცხადებებზე, რომლებსაც მთავრობის მეთაური აკეთებს,“- განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო