სახალხო დამცველი მოსამართლეებზე - იურიდიული კომიტეტი ბუტაფორიულადაც კი აღარ ცდილობდა დემოკრატიული პროცესების შექმნას

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ფარსი იყო, იურიდიული კომიტეტი ბუტაფორიულადაც კი აღარ ცდილობდა დემოკრატიული პროცესების შექმნას.

როგორც მან პარლამენტის მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის დამტკიცებაზე საუბრისას აღნიშნა, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა.

„როგორც იცით, სახალხო დამცველი არ იღებდა ამ ფარსში მონაწილეობას. დღეს უკვე დამტკიცდა ისიც, რომ იურიდიული კომიტეტი ბუტაფორიულადაც კი აღარ ცდილობდა დემოკრატიული პროცესების შექმნას. ჩვენ დავინახეთ, რომ ის მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებსაც ყველაზე მაღალი შეფასებები ჰქონდათ და ყველაზე კვალიფიციურები იყვნენ, ამ კანდიდატებში გამოირჩეოდნენ, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

ვფიქრობ, დამტკიცდა ის, რასაც ვამბობდი, არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ პროცესში მონაწილეობას. მაინც გასაკვირი იყო, რომ კომიტეტი ფასადურაც არ ეცადა შეეფუთა ის არადემოკრატიული პროცესი, რასაც ადგილი ჰქონდა“, - აღნიშნავს ლომჯარია.

ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ქეთევან მესხიშვილის (4 მომხრე, 2 წინააღმდეგი), ეკა ზარნაძის (5 მომხრე , 6 წინააღმდეგი) და გიორგი შავლიაშვილის (3 მომხრე 7 წინააღმდეგი) კანდიდატურები ჩააგდეს. პარლამენტმა მხარი დაუჭირა გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს. პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდა. 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ მათთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს და სახალხო დამცველის აპარატს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო