ნინო ლომჯარია - გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად გავუგეთ ერთმანეთს და არის საკითხები, რომლებსაც პრეზიდენტი ნამდვილად სწორად აფასებს - ჩემი რჩევა იყო, მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს

მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებსაც ის ნამდვილად სწორად აფასებს , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრა, საკმაოდ ღია და გულწრფელი იყო.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა პრეზიდენტი შეწუხებულია ქვეყანაში უკანასკნელ დღეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

ამასთანავე, ომბუდსმენის თქმით, ახლა პრეზიდენტის პოზიციონირება მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ერთი ერთზე, ვისაუბრეთ და ჩვენ გვქონდა საკმაოდ ღია, გულწრფელი საუბარი. მე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ პრეზიდენტის განწყობებზე და მის განცხადებებზე, ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა ჩემი მხრიდან იყო დაყენებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი არის შეწუხებული ყველა იმ საკითხზე, რაზეც გვქონდა საუბარი.

მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებსაც, ნამდვილად, სწორად აფასებს. ასევე, მასთან საუბარში აღვნიშნე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ალბათ, როგორც არასდროს, პრეზიდენტის პოზიციონირებას და ასევე, ჩემი რჩევა იყო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მით უმეტეს ასეთ დროს, უფრო ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს, რაც დაეხმარება დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების დაცვას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს