აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება

აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სათამაშო ბიზნესზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავებას, სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას შეუწყობს ხელს, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებათა პროექტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ პარლამენტში ცვლილებებზე ისაუბრა და მოსალოდნელ დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებობს ნაკლოვანებები რაც სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. მაგალითად რასაც ჰქვია „თამაშის მიწოდება" ქვეყნის გარეთ, აქამდე შეუძლებელი იყო და არ ხდებოდა სერვერებზე წვდომა, რომ გაკონტროლებულიყო რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს პროცესი. აღნიშნული ცვლილებით ეს ხარვეზი გასწორდება და ყველა სფერო, რომელსაც ეხება სათამაშო ბიზნესში მომსახურების გაწევას, თამაშის მიწოდებას, ხვდება კონტროლის სფეროში. შესაბამისად თამაშის მიმწოდებელი გადაიხდის სანებართვო მოსაკრებელს. ასევე კონკრეტდება რა არის არსებითი მომსახურება და პროდუქცია სათამაშო ბიზნესში" , - აღნიშნა დუნდუამ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილებით ფართოვდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და კონტროლის მექანიზმების ეფექტურ შემუშავებას და აღსრულებას.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა