ინგა გრიგოლია - მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ან დაამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას

მივმართავ პრემიერ-მინისტრს - ან დაამტკიცეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, თუკი შეთქმულებაში ვმონაწილეობთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მედია არა შეთქმულებისთვის, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავადაა შეკრებილი.

„აქ უნდა ვიდგეთ ჩვენი უფლებების დასაცავად, უნდა ვითხოვდეთ მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა. დღეს მეგონა მთავრობის სხდომა რომ იწყებოდა, ცოტა მაინც შეეცდებოდნენ რომ რაღაცნაირად, ოდნავ მაინც მიეწყნარებინათ ადამიანების სულებში მღელვარება, ამის ნაცვლად გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და მედიას დაგვაბრალა, მედიას რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა, იმის ნაცვლად, რომ ოდნავ მაინც ჩაეწყნარებინათ მღელვარება. მივმართავ პრემიერ-მინისტრს -ან დაამტკიცეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, თუკი შეთქმულებაში ვმონაწილეობთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას, რომ გამოდიხართ და ასე უაპელაციოდ გვაბრალებთ შეთქმულებაში მონაწილეობას. შეთქმულება კი არა ჩვენი უფლებებისთვის ვდგავართ აქ, იმიტომ ვდგავართ აქ რომ ჩვენ გარდაცვლილ კოლეგას დავტირით და ვითხოვთ პასუხს იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც აქ მოუწყეთ ქართულ მედიას“,- განაცხადა გრიგოლიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს