თამარ გაბუნია - 45-ათასიანი სამიზნე ჯგუფიდან მხოლოდ 11 ათასი მედიცინის მუშაკია აცრილი, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრო ცდილობს, რომ არ შექმნას დამატებითი სტიმულები ვაქცინაციის პროცესში, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი სტიმულები, რომლებმაც შესაძლოა, ადამიანების გადაწყვეტილებაზე არაჯანსაღი ზეგავლენა იქონიოს და მან ვერ გაიაზროს ვაქცინის მიღების რეალური სიკეთე.

ამასთანავე, როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ძალიან დაბალია სამედიცინო მუშაკების აქტიურობაც. ამ დროისთვის, 45 ათასიანი სამიზნე ჯგუფიდან, მხოლოდ 11 ათასი მედიცინის მუშაკია აცრილი, რაც თავის მხრივ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ჩვენ ეს თავიდანვე ვთქვით, რომ ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი, რაც არის პაციენტის უფლება, არის ადამიანის უფლება თავად მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენი მხრიდან სრული შესაძლებლობაა დღეს შექმნილი იმისთვის, რომ მოქალაქე მოვიდეს და ვაქცინა მიიღოს. ეს არჩევანი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, გაიზრდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ იყოს არანაირი დამატებითი სტიმული, იქნება ეს დადებითი სტიმული თუ უარყოფითი სტუიმული, რომელიც შესაძლოა, არაჯანსაღ ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის გადაწყვეტილებაზე და მან სრულად არ გააცნობიეროს ის სიკეთე, რომელიც ვაქცინაციას უკავშირდება. ამდენად, ჯერჯერობით, ჩვენ ვაპირებთ საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას. დღეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციაც, სამწუხაროდ, დაბალია, დაახლოებით, 11 ათასამდე სამედიცინო პერსონალი არის სრულად ვაქცინირებული 45 ათასი სამიზნე ჯგუფიდან, რაც ასევე, კითხვის ნიშნებს ბადებს ჩვენთვის. ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, აქაც რაღაც კონკრეტული არჩევანის მოლოდინია - ვნახოთ, ეს ეტაპიც დაიწყება. ყოველ შემთხვევაში, ივლისის ბოლომდე, როდესაც იქნება სრულად გაშლილი ყველა არჩევანი ქვეყანაში, მოსახლეობის აქტივობაც გაიზრდება. დღეს ვართ, დაახლოებით, 6500 აცრაზე დღის განმავლობაში. უნდა ავიდეთ 20000-25000-ზე. ვხედავთ, რომ საკმაოდ მაღალი აქტივობა გვჭირდება იმისთვის, რომ ეს მაჩენებელი მივიღოთ,“- განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა