ანა ბუჩუკური - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით არსებითად რაიმე შეიცვლება?! - როცა სახელმწიფო საბაზისო ფუნქციებს ვეღარ ასრულებს, ერთი სახელისა და გვარის ცვლილებით ვითარება ვერ გამოსწორდება

ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომით არსებითად რაიმე შეიცვლება?! - როცა სახელმწიფო საბაზისო ფუნქციებს ვეღარ ასრულებს, ერთი სახელისა და გვარის ცვლილებით არსებული ვითარება ვერ გამოსწორდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განუცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილის გადადგომითა და მისი ახალი სახელითა და გვარით ჩანაცვლებით ქვეყანაში სიტუაციის შეცვლის რესურსს ვერ ხედავს.

„სიტუაცია არჩევნებით უნდა შეიცვალოს და არჩევნებამდე სულ რაღაც ორი თვეა დარჩენილი. მოახლოებული არჩევნები თავისი შინაარსით რეფერენდუმს უტოლდება და ქართველი ხალხის არჩევანზე იქნება დამოკიდებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბუჩუკური ვერც მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურისს აზრს ხედავს და ამ კონტექსტში აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციას 76 ხმა არ გააჩნია, რაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას სჭირდება.

„საუბარი და გაურკვეველი მუქარა უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, მაშინ როცა ეს ბერკეტი იურიდიულად არ არსებობს, ცოტა გაუგებარია", - აღნიშნა ბუჩუკურმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მთავრობის წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებში „პარლამენტში უნდა მობრძანდნენ და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გასცენ პასუხი“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა