„ჯეოქეისის“ სტუდენტური პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ კურსადმთავრებულთა სერთიფიკატებით დაჯილდოვების ცერემონია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა სტუდენტებს სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ღონისძიებაზე ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისსა“ და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომლის მიზანია კულტურული, საგანმანათლებლო, ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამების ერთობლივი განხორცილება, ხელი მოაწერეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

„მოხარული ვარ, რომ ისტორიულ, ეროვნულ სასახლეში ჩვენი პროგრამის სტუდენტებთან, „ჯეოქეისელებთან” ერთად ვიმყოფები. მადლობა ჩვენს მასპინძლებს და ახლა უკვე პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის. მჯერა რომ ახალგაზრდების სასიკეთოდ არაერთ საინტერესო ღონისძიებას დავგეგმავთ. ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ, ამით არ სრულდება „ჯეოქეისთან“ მათი თანამშრომლობა და მითუმეტეს მეგობრობა. ჩვენი კარი მუდამ ღიაა თქვენთვის. ამ კურსის განმავლობაში სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი შედგა ჩვენს პარტნიორებთან და მსურს ყველას გულითადი მადლობა გადავუხადო. მჯერა, რომ სწორედ ასეთი ერთობლივი მიდგომით, ახალგაზრდების მუდმივი შემეცნების მოტივაციით, აშენდება ისეთი სამოქალაქო საზოგადოება, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს“.

„ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან.

პროგრამა მოიცავდა 7 მოდულს: 1. „საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა“, „კიბერშეტევები, როგორც ომის წარმოების თანამედროვე ფორმა“ 2. ევროკავშირი და საქართველო; 3. „Covid 19 და ელექტრონული ჯანდაცვა" 4. „ადამიანის უფლებათა დაცვა 21-ე საუკუნეში" 5. „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და კანონმდებლობა" 6. „რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში სეპარატისტული რეგიონების მიმართ" 7.„სტრატეგიული კრიზისების, ეროვნული დონის ინციდენტების და საგანგებო ვითარების მართვა".

ღონისძიებას ესწრებოდნენ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიმართულებების ხელმძღვანელები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აკადემიური პერსონალი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს