ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების დამკვიდრების საკითხი განიხილება, რაც პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტის და მოსწავლეების ორჯერად აცრას გულისხმობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, განიხილება საკითხი ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების დამკვიდრების შესახებ, რაც შემოდგომისთვის ყველა პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტისა და მოსწავლეების ორჯერად აცრას გულისხმობს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს მასწავლებელს ინფექცია.

„სამედიცინო უნივერსიტეტი გამოვიდა ძალიან სერიოზული მოწოდებით და მინდა მხარი დავუჭირო მათ ინიციატივას, ეს არ არის ქართული ველოსიპედი და საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულია, რომ შემოდგომას უნივერსიტეტები და სკოლები შეხვდნენ ე.წ. უსაფრთო სკოლების და უნივერსიტეტების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში ყველა პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი იყოს ორჯერადად აცრილი, ასევე სკოლებში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს ორჯერადად აცრილი. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს მასწავლებელს ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო