ალეკო ელისაშვილი - სულ მცირე 76 ხმაა საჭირო, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადო, ოპოზიციაში 64 დეპუტატი ვართ, 12 ხმას "ოცნება" გვასესხებს?! უპერსპექტივო ძალისხმევაა

მთავრობისთვის უნდობლიბის გამოცხადების პროცესს დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი, რაიმე პერსპექტივა რომ ჰქონდეს, მაგრამ სანამ ასეთ რამეს დააბრეხვებ კანონში უნდა ჩაიხედო, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან გაცილებით ლოგიკური და ადეკვატური იქნება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს.

ელისაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, ხოლო არასწორი მოლოდინების გაჩენით, ნიჰილიზმს ქმნის.

"გულდასაწყვეტია, ოპოზიციის ერთი ნაწილის ასეთი არასერიოზულობა და დაუკვირვებლობა. სულ მცირე 76 ხმა არის საჭირო იმისთვის, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადო. ოპოზიციაში 64 დეპუტატი ვართ. 12 ხმას "ქართული ოცნება" გვასესხებს?! უპერსპექტივო ძალისხმევაა და დროის ასეთ უპერსპექტივობაზე კარგვას აზრი არა აქვს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს