ალეკო ელისაშვილი - როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შსს-ს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო, მაგრამ არანაკლებად ამაზრზენი ოპოზიციის სურვილი იყო, ეს საქმე პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა

როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შს სამინისტროს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო, მაგრამ არანაკლებად ამაზრზენი ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილი იყო, ეს საქმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის შეფასებით, ამაზრზენია ის, რაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ხდება.

„ამ ბიჭზე არანაკლებად მტკივა გული, რადგან ბევრისგან განსხვავებით, მას პირადად ვიცნობდი. ახალგაზრდა კაცი ჯერ არ დაგვიკრძალავს და ერთი დაირაზმა, რათა "გააშაოს", ხოლო მეორე დაირაზმა, რათა ხელი მოითბოს და მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. გულის ამრევია ერთიც და მეორეც", - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ რასაც ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან გვაშორებს.

"მოუთმენლობა, აღტკინება და ჟინი იმისა, ნებისმიერი საკითხი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, არის ის, რაც "ქართულ იცნებას" აძლიერებს და მას ხელისუფლებაში ტოვებს", - აღნიშნა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო