ბადრი ჯაფარიძე - ყველაფერს აქვს თანმიმდევრობა - პარლამენტი პროკურატურას და შსს-ს ვერ ჩაანაცვლებს, გარკვეული დრო გვჭირდება, რომ შემდგომში, 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო პროცესის შესწავლა ჩავატაროთ

ყველაფერს აქვს თანმიმდევრობა - პარლამენტი პროკურატურას და შსს-ს ვერ ჩაანაცვლებს, ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება, რომ შემდგომში, 5-6 ივლისის მოვლენებზე თვითონ საგამოძიებო პროცესის შესწავლა ჩავატაროთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, უნდობლობის პროცედურის დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მექანიზმის გამოყენებაზე უარს ამბობს.

„საგამოძიებო კომისიას აქვს თავისი ლოგიკა, პროცედურა და თანმიმდევრობა. ამიტომ ჩვენ ვიმოქმედებთ იმდაგვარად, რომ ვამხილოთ დღევანდელი მთავრობა, არ დარჩეს არც ერთი თავდასხმის ფაქტი გამოუძიებელი, ასევე ვაპირებთ ანტიკორიფციული კომისიის შექმნასაც. ასე რომ ჩვენ ვაპირებთ ერთი მხრივ უნდობლობის პროცედურის დაწყებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, ვალდებულები ვართ დს პროცედურა დავიწყოთ და ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, პარალელურად ინიცირებული გვაქვს ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნა და ვაპირებთ მის შექმნას.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას 5-6 ივლისთან დაკავშირებით, ყველაფერს აქვს თანმიმდევრობა, გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს და მერე უნდა შეაფასო გამოძიება, რადგან პარლამენტი პროკურატურას და შსს- ს ვერ ჩაანაცვლებს. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება, რომ შემდგომში თვითონ საგამოძიებო პროცესის შესწავლა ჩავატაროთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ფაქტები არ იქნება სრულად გამოძიებული, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ არც ერთი თავდახმის და ძალადობის ფაქტი უყურადღებოდ და ურეაქციოდ არ დავტოვოთ,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე