პაატა მანჯგალაძე - თუ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად საკმარისი ხმა არ გვექნება, ერთი კარგი საქმე მაინც გამოვა, მოხდება იმ პარტიების ლუსტრაცია ვის უნდა ქვეყანაში ცვლილებები

თუ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად საკმარისი ხმა არ გვექნება, ერთი კარგი საქმე მაინც გამოვა - მოხდება იმ პარტიების ლუსტრაცია, ვის უნდა ქვეყანაში ცვლილებები და ვის სურს არსებული რეალობის შენარჩუნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად შეძლებს ოპოზიცია პროცესის დაწყების შემთხვევაში, ის ბოლომდე მიიყვანოს, მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ ქუჩაში პროტესტი იქნება, იმის ალბათობაც გაჩნდება, რომ უმრავლესობის ცალკეულმა წევრებმაც სწორედ ხალხის განწყობის შესაბამისად მისცენ ხმა.

„პროცედურის დაწყებისთვის საკმარისია პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერა. კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა პარტიებთან და ამ დღეებში გვეცოდინება გვაქვს თუ არა საკმარისი ხმები ამის დასაწყებად. თუ საკმარისი ხმა არ გვექნება, ერთი კარგი საქმე მაინც გამოვა - მოხდება იმ პარტიების ლუსტრაცია, ვის უნდა რეალურად ქვეყანაში ცვლილებები და ვის სურს არსებული რეალობის შენარჩუნება.

არსებობს პრაქტიკა სხვა ქვეყნების, როცა არის ქუჩის პროტესტი, ხელისუფლებაში იცვლება არსებული რეალობა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი აძლევენ ხმას ხალხის განწყობის სასარგებლოდ. თუ ქუჩაში იქნება ხალხის ის რაოდენობა, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს ხელისუფლების ცალკეულ წევრებს, ჩვენ ამას შევძლებთ, მაგრამ თუ ქუჩაში ხალხი არ გამოვა, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, უცბად უმცირესობად არ გარდაიქმნება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო